27 მარტს, ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი - „გამარჯობა, სოხუმო!“ - გაიმართა.
სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების - „ჰელადოსი“ და გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“ მოტივებზე, რეჟისორ - გიორგი რატიანის ხელმძღვანელობით დაიდგა.
„ჰელადოსი“ ორი ახალგაზრდის - იანგულისა და ჯემალის თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლას ეხება. აღსანიშნავია, რომ მათი პაექრობა არასოდეს სცილდება ადამიანურობის საზღვრებს და ყველაზე მძაფრ მომენტებში ისინი ერთმანეთის პატივისცემას არ კარგავენ. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ - სწორედ ეს განცდა ეძახის ბერძენ იანგულის სოხუმში დაბრუნებისკენ, როდესაც მამასთან და უამრავ სხვა ადამიანთან ერთად, საბერძნეთში გემით მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს.
სპექტაკლს, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება