კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ასპარეზობს.
26 მარტს კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა ზესტაფონის გუნდი - „ფერო“ ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
თამაში კსუ-ს უპირატესობით წარიმართა, ანგარიში გოგა ხუროშვილმა გახსნა, თუმცა ძალიან მალე, დაახლოებით 1 წუთში მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ გიორგი ლეჟავამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. საგოლე მომენტები ორივე მოთამაშის კართან იქმნებოდა. მეათე წუთზე გიორგი ცერცვაძემ ანგარიზე კიდევ ერთი გოლი დაიწერა და კსუ-ს გუნდის დაწინაურება შეძლო.
კსუ-ს მეკარემ, პირველი ნაწილის დასასრულს, 7 მეტრიანის მოგერიება შეძლო. მესამე გოლი მერაბ ბოლოთაშვილმა გაიტანა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა.
28-ე წუთზე გიორგი ცერცვაძემ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და დუბლი გაიფორმა.
თამაშის ბოლო წუთები ზესტაფონის გუნდის უპირატესობით წარიმართა, რაც ორ გოლში გადაიზარდა. მეორე გოლი 34-ე წუთზე დავით ხუჯაძემ, მესამე კი, თამაშის დასრულებამდე 20 წამით ადრე, გიორგი ლეჟავამ გაიტანა. შეხვედრა საბოლოო ანგარიში 4:3 დააფიქსირეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება