22 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორისა და კსუ-ს ასოცირებული პროფესორის, ქეთევან შოშიაშვილის საჯარო ლექცია -„საქართველის სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია” ჩატარდა.
მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ის 106 წლიანი მძიმე პერიოდი, როდესაც საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, საქართველოს ეკლესიაც უწმინდესისა და უმართებულესის ალექსანდრე პირველის სინოდის გამგეობაში გაერთიანდა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა.
ლექციას უნივერსიტეტის ადმინისტაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ში საჯარო ლექციები პერმანენტულად იმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება