20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სტუდენტური თვითმმართველობის პროექტ ,,სტუდენტური ცხოვრება 2016-2017-ის“ ფარგლებში, სტუდენტების - ეკა პაპუნაშვილისა და დემეტრე ლომაძის ორგანიზებით, კარლ პოპერის პრინციპით დებატები გაიმართა.
აღნიშნულ აქტივობაში კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის 6 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც მტკიცებით და უარმყოფელ გუნდებში გადანაწილდნენ.
მონაწილეთა შეფასებისას ყურადღება ორატორულ უნარ-ჩვევებზე, რეზოლუციასთან დაკავშირებული მყარი არგუმენტაციის წარმოდგენასა და მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებაზე გამახვილდა.
შეხვედრის ბოლოს გამარჯვებულ გუნდად უარმყოფელი გუნდი დასახელდა.
კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის -„სტუდენტური ცხოვრება 2016-2017-ის" - ფარგლებში დარჩენილია რამდენიმე ღონისძება, დასკვნით ეტაპზე კი გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება