16 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ალექსანდრე ხვედელიანის დისერტაციის - ,,სარისკო კაპიტალის აქტივიზაცია საქართველოს საბანკო სისტემაში” - საჯარო დაცვა გაიმართა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ეკონომიკის დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი ირინა მამალაძე გახლდათ.
კვლევის მიზანს ვენჩურული კაპიტალის არსის ახსნის საფუძველზე მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების განსაზღვრა და ვენჩურული კაპიტალის ბაზრის ორგანიზებისა და რეგულირებისათვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგნდა.
კვლევის საგანსა და ობიექტს ეკონომიკური ურთიერთობები წარმოადგენს, რომლებიც ვენჩურული კაპიტალის ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცესში წარმოიქმნება.
ნაშრომი 3 თავსა და დასკვნით ნაწილს მოიცავს, პირველი თავი ვენჩურული კაპიტალის ეკონიმიკურ არსსა და მისი ბრუნვის თავისებურებებს მოიცავს, მეორე თავი ვენჩურული კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებებს მიმოიხილავს, ხოლმე მესამე თავში ავტორმა ყურადღება ვენჩურული კაპიტალის ბაზრის რეგულირების ფორმებზე გაამახვილა.
დოქტორანტ ალექსანდრე ხვედელიანს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება