10 მარტს კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და ქართული ტრადიციული ღვინის ფონდის თავჯდომარემ დავით - აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე ფონდი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და პრაქტიკული კომპონენტების განხორციელებას, საკუთარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე უზრუნველყოფს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ საველე თუ კვლევით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
მემორანდუმს ხელი კსუ-ს მარანი ,,კოლხის“ ბაზაზე მოეწერა. სტუმრებს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ენოქიმიის, ამპელოგრაფიის, სადეგუსტაციო ოთახი, ღვინისა და ვაზის გენეტიკა-სელექციის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა უჩვენეს - ლაბორატორიები უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ამუშავდება და სტუდენტებს საშუალება ექნებათ ადგილზე აწარმოონ კვლევითი კომპონენტები.
კსუ-ს კანცლერის მოადგილის ქეთევან ჯურხაძის თქმით, ამ ბაზაზე სპეციალური მიმღები ამუშავდება, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის ღვინის ანალიზების ჩატარებას უზრუნველყოფს, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხიანი და ჯანსაღი ღვინის დამზადების საქმეში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება