ა(ა)იპ მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს ორგანიზებითა და ფონდ HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 3, 4 და 5 მარტს გამართა სემინარ-ვორქშოპი - „კონფლიქტების ტრანსფორმაცია შემოქმედებითი მეთოდების საშუალებით“. ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო კონფლიქტის ტრანსფორმაციის თეორიული და პრაქტიკული მოდელი. ღონისძიება განხორციელდა პროექტის “CREATE” ფარგლებში.
სემინარ-ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კონფლიქტების ტრანსფორმაციის შემოქმედებითი მეთოდების თაობაზე თეორიული ცოდნა მიეღოთ და ახმეტელის თეატრში სხვადასხვა სოციალური კონფლიქტის შემცველ სპექტაკლებს დასწრებოდნენ.
სპექტაკლის შემდგომ გამართული დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეები, კონკრეტული კონფლიქტური სიტუაციების ტრანფორმაციის პროცესში ჩაერთნენ.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ „გადაწყვეტილების შეცვლის“ პროცესში ჩართვოთ გამოენახათ “ოპტიმალური გამოსავალი“ არსებული სიტუაციიდან, რაც წარმოადგენს „CREATE”-ს მთავარ ამოსავალ წერტილს: ტრაგედიის აუცილებელი დასასრული არ არის კატასტროფა და „სპექტ-აქტორების“ მიერ შემოქმედებითი მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტის პოზიტიური გამოსავლის მოძებნა. ამავე დროს გადაყვეტილების მიღება პოლიფონიური მეთოდით ხდება.
3 მარტი:
სემინარის თემა: ალექსანდრე რუსეცკის „ინტრაპერსონალური თეატრი“
პიროვნების ფსიქო-სოციალური ანატომიის თეატრი წარმოადგენს მასში არსებული როლების ურთიერთობას, მეთოდი ორიენტირებულია პიროვნული კონფლიქტების მართვისა და ტრანსფორმაციის უნარ-ჩვევების შექმნაზე ან/და გაძლიერებაზე. აღნიშნული მეთოდი ასევე წარმოადგენს პიროვნების ფსიქოლოგიური დაცვის შესაძლებლობას, განსაკუთრებით მანიპულაციებისაგან და სხვადასახვა სახის ტიპის კონფლიქტების პიროვნების შიდა სამყაროზე პროეცირებისაგან.
ლექტორი: ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
წარმოდგენილი სპექტაკლი: „სტუმარ-მასპინძელი“ (ახმეტელის თეატრი), რომელიც ალექსანდრე რუსეცკის „ინტაპერსონალური თეატრის“ მეთოდოლოგიის მეშვეობით იყო გაანალიზებული.
წარმოდგენილი სპექტაკლი: „რომეო და ჯულიეტა“ (ახმეტელის თეატრი).
სემინარის თემა: სათემო კონფლიქტი და კონფლიქტის ტრანსფორმაცია კარნავალიზაციის მეთოდით. ლექტორი: ირაკლი გოგია - ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
დისკუსია: უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ პოსტმოდერნული ინტერპრეტაციის ანალიტიკური გარჩევა და სათემო და გვაროვნული კონფლიქტის ტრანსფორმაციის კრეატიული გზების მოძებნა: რამდენად არის ეს ტრაგედია დღევანდელობისათვის მნიშვნელოვანი და რამდენად არის სათემო და გვაროვნული კონფლიქტი სოციალური არსებობის კატასტროფის განმსაზღვრელი? როგორ უნდა მიუდგეს ამ საკითხს მოქალაქე დღეს? როგორ აიცილოს თავიდან რომეოს და ჯულიეტას ტრაგიკული დასასრული?
5 მარტი:
სემინარის თემა: „ოჯახური და ინტერპერსონალური კონფლიქტის ტრანსფორმაცია“.
სემინარის „ოჯახური და ინტერპერსონალური კონფლიქტის ტრანსფორმაცია-“ის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ბრაზილიელი რეჟისორის, როდრიგო ფიშერის დადგმა - „2+2=2“ - სადაც თანამედროვე პოსტინდუსტრიული და ალტერნატიული ოჯახის დილემა და ტრაგედიაა მოცემული. რა ტიპის იდენტობა აირჩიოს დღევანდელმა ადამიანმა, „კაცის და ქალის იდენტობა უკვე იოლად ცვლადია და აქ თემაში შემოდის ის თუ როგორი ტიპის თანაარსებობაა დღეს მიზანშეწონილი ადამიანისათვის იმისათვის, რომ ოჯახური ცხოვრების ტრაგედიად გარდაქმნა არ მოხდეს.
ლექტორი: ირაკლი კაკაბაძე, განდის ფონდი საქართველოს თავმჯდომარე, მეთოდ „CREATE”-ის თანაავტორი.
წარმოდგენილი სპექტაკლი: „2+2=2“- ბრაზილიელი რეჟისორის, როდრიგო ფიშერის დადგმა (ახმეტელის თეატრი).
სემინარ-ვორქშოპის დასრულების შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება