1 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, კსუ-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ სამინისტროში სტაჟირების პროგრამაში ჩაერთონ.
კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუდმივად თანამშრომლოს უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
კსუ-ს რექტორის თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის პირობები, რაც სტაჟირებასა და დასაქმებას გულისხმობს, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მოტივაციის ამაღლებას.
მხარეთა უფლება-მოვალეობები პუნქტებადაა გაწერილი, რაც საბაკალავრო თუ სამაგისტრო ნაშრომებზე მომზადების პროცესში დახმარებას, უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესში სამინისტროს წარმომადგენელთა ჩართულობასა და სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატიებისა და ნაშრომების ბეჭდურ გამოცემას გულისხმობს. კსუ, თავის მხრივ, იმ ტრენინგების ორგანიზებას უზრუნველყოფს, რომელსაც სამინიტროს მიერ გამოყოფილი კადრები ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება 15 ნოემბერს, კსუ-ში მინისტრის - კახა კახიშვილის ვიზიტისა და სტუდენტებთან საჯარო ლექციის ფარგლებში დაიგეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება