28 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჯემალ სოლოღაშვილის მიწვევით, მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი - „აგროტურიზმი“ ჩაატარა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და TEMPUS-ის პროექტის Cruiset-ის ტრენერი თამარ ქობლიანიძე უძღვებოდა.
კურსის მსმენელები აგროტურიზმის ფორმებს, მის ძირითად მახასიათებლებს, აგროტურისტული პროდუქტის სპეციფიკას, მარკეტინგულ საკითხებსა და ბიზნეს-გეგმის ასპექტებს გაეცნენ. ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი და აქტუალური საკითხი საქართველოში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები იყო.
კურსი აგრო და სოფლის ტურიზმში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების, აგრო/სოფლის ტურიზმის განვითარების სტიმულირებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა. ტრენინგ-კურსი ინტერაქტიულ მეთოდებზე დაყრდნობით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს აქტიურად ჩართვისა და მსჯელობის საშუალება მისცა.
კურსს 15 მსმენელი ესწრებოდა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები ჯემალ სოლოღაშვილმა გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება