25-26 თებერვალს ქუთაისში სამოქალაქო განათლების ლექტორთა რეგულარული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდისა და გორის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები მონაწილეობდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ციცინო ბუკია წარმოადგენდა.
შეხვედრა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ გახსნა. GIPA-სა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორებმა თინა ნორაკიძემ და კახა ურიადმყოფელმა კი საუნივერსიტეტო კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ მასწავლებლის წიგნის ახალი რედაქცია განიხილეს. ღონისძიებაზე ამ სახელმძღვანელოდან აქტივობები გამოიყენეს, რომელთა სასწავლო პროცესში ჩართვითაც სტუდენტებს სასწავლო მასალის ათვისება გაუადვილდებათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება