26 იანვარს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მანია გოგიძის დისერტაციის საჯარო დაცვა გაიმართა.
მანია გოგიძემ დისერტაცია თემაზე - ,,პერსონალის მართვის გუნდური მიდგომის თავისებურებები ქართულ კომპანიებში” - დაიცვა.
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია სამი თავისგან შედგებოდა: პერსონალის გუნდური მართვის თეორიული საფუძვლები, პერსონალის მართვის გუნდური მიდგომების თავისებურებები ქართულ კომპანიებში და საერთაშორისო გამოცდილება და ქართველი მენეჯერის, როგორც კორპორაციული ლიდერის უნარ-ჩვევები.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ევგენი ბარათაშვილი იყო.
კომისიის გადაწყვეტილებით დოქტორანტს ბიზნესის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
მანია გოგიძე მეექვსე დოქტორანტია, რომელმაც ნაშრომი წარმატებით დაიცვა და დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო.
დისერტაციის საჯარო დაცვები მარტის თვეში განახლდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება