23 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) სტუდენტური თვითმმართველობის პროექტ - ,,სტუდენტური ცხოვრების” ფარგლებში, კსუ-ს ,,ღვინის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელმა ეკატერინე კვირკელიამ დასში ახალი სახეებისა და მსახიობების შესარჩევად კონკურსი ჩაატარა.
მსურველების უმრავლესობას მოყვარული მსახიობები წარმოადგენდნენ, რომლებსაც სახელოვნებო მიმართულებით დიდი გამოცდილება არ აქვთ თუმცა, რეჟისორის თქმით, მათი სამსახიობო მონაცემები ნამდვილად თვალშისაცემია.
,,ღვინის თეატრის” მსახიობთა რიგებში მოსახვედრად, კონკურსის მონაწილეებს წინასწარ მომზადებული ეტიუდების გარდა, ადგილზე ექსპრომტად დაგეგმილი სიტუაციების გათამაშება დაევალათ, რასაც თავი წარმატებით გაართვეს.
სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხდებამდე, კონკურსანტებთან ის უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ შეხვედრას ჩანიშნავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება