24-25 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, მულტიმედია ცენტრის მთავარი პროდიუსერი ნინო ჭალაგანიძე და პროდიუსერი სულხან მელაძე ორდღიანი ვიზიტით ქალაქ ბათუმში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ტელევიზიაში პრაქტიკის გავლას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმებისა და სიუჟეტების აჭარის ტელევიზიისთვის მიწოდებას გულისხმობს.
ხელმოწერის ცერემონიას უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი ესწრებოდა.
უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა საკუთარ ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი - "რუსთველის სამყარო", ფილმები - "მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ" და"უკანასკნელი ნოტები" - ტელევიზიას უსასყიდლოდ გადასცა.
ხელმოწერის ცერემონიას წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიღწევებსა და გამოწვევებზე გამართული ღონისძიება უძღოდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის სოსო სტურუას სამი წლის ანგარიშს, ახლადარჩეული დირექტორის ნათია კაპანაძის სამომავლო გეგმებს, მრჩეველთა საბჭოს შეფასებებსა და ორგანიზაციაში მიმდინარე ცვლილებს გაეცნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება