2016 წლის 17 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის სტუდენტები: გიორგი ფილიშვილი, ლია ტალახაძე, ლიანა ყავრელიშვილი, ნანა ტეიცი, ზურაბ ლომიძე და მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი ჰუმამ ადნან მოჰამედ ალ-ობაიდი კსუ-ს მოწვეული ლექტორის მაია სვანიძის ხელმძღვანელობით, სტუდენტურ კონფერენციაზე - “ანტიბიოტიკები და ანტიბიოტიკორეზისტენტობა“ - მოხსენებებით წარდგნენ.
კონფერენცია ჩატარდა პეტრე შოთაძის თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით “მედი-ქლაბ ჯორჯიას“ საკონფერენციო დარბაზში და მასში საქართველოს მასშტაბით მრავალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. მათ სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს სხვადასხვა უმაღლესი სამედიცინო სკოლის დეკანებმა, მათ შორის კსუ-ს დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს მიკრობების ანტიბიოტიკებისადმი გლობალურად მზარდი რეზისტენტობის პრობლემასთან დაკავშირებული რამდენიმეთვიანი კვლევის შედეგები და კლინიკური შემთხვევები. კონფერენციამ საინტერესო და შემოქმედებით ატმოსფეროში ჩაიარა, გამოვლინდა სტუდენტთა მომზადების მაღალი დონე და კვლევის უნარები, გაიმართა საქმიანი დისკუსიები. მონაწილეები ერთმანეთს პოზიტიური განწყობითა და მომავალი შეხვედრების სურვილებით დაემშვიდობნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება