16 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შპს ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი ცენტრის - „ჰელსიკორის“ - ექიმმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ირაკლი გოგოხიამ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენეტებისთვის საჯარო ლექცია: „ანესთეზია - გულით დაავადებულ პაციენტებში არაკარდიოქირურგიული ოპერაციების დროს“ - ჩაატარა.
იშემიური დაავადებები, კარდიომიოპათოლოგიები, არითმიები, მოცულობითი წარმონაქმნები - მომხსენებელმა პათოლოგიები სამ ძირითად: გენეტიკურ, არასწორი ცხოვრების სტილისა და სტრესული გარემოს ფაქტორებს დაუკავშირა.
საჯარო შეხვედრაზე სტუდენტებს მომხსენებლისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ. კსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ამგვარი შეხვედრებისა და ლექციების ფორმატი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ყოველკვირეულად გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება