10 დეკემბერს ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ პროექტ ,,ნიღაბი 2016-ში“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი - ანი ბობოხიძე - ასოციაცია ASTA-ს რჩეული გახდა. ფესტივალის ჟიურიმ ,,ღვინის თეატრის“ ერთ-ერთი მსახიობი მარიამ გიგაური ნომინაციაში - „ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულება“ - წარადგინა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ღვინის თეატრი“ შტეფან ცვაიგის ნოველის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „უცნობი ქალის წერილები“ წარდგა.
სპექტაკლში რამდენიმე მსახიობის დებიუტი შედგა. ფესტივალის გახსნაზე თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, რეჟისორი და კსუ-ს ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია, ფესტივალის საპატიო წევრად დასახელდა.
,,ნიღაბი 2016“ უკვე მეხუთე წელია ტარდება, კსუ-ს თეატრალური დასი თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. ფესტივალის მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი 2 დეკემბერს გაიხსნა და 10 დეკემბერს საზეიმოდ დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება