საინტერესოა როგორ ვუპასუხებთ დღეს ძველ საბერძნეთში სოფოკლეს მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ჟან ანუიმ 1943 წელს საფრანგეთში ხელახლა გააჟღერა: კანონის უზენაესობა თუ პიროვნების თავისუფლება? კრეონი თუ ანტიგონე?
5 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის ვახტანგ წივწივაძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტები სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს - ,,ანტიგონე" დაესწრნენ.
ჟან ანუის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის დამდგმელი რეჟისორი აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე დავით კობახიძე გახლავთ. რეჟისორის თქმით, სპექტაკლში გამოცდილ მსახიობებთან ერთად ახალბედებიც თამაშობენ.
დავით კობახიძემ ახალგაზრდა თაობაში კულტურული ცხოვრების აუცილებლობაზეც ისაუბრა და კსუ-ს სტუდენტების ამგვარი აქტივობა დადებითად შეაფასა.
სპექტაკლზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად, სოხუმისა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმოამადგენლები იყვნენ მოწვეულნი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება