კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ განაახლა.
კურსი 5 დღეს გასტანს და ტრენერები - კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე და გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალი ცატავა მსმენელებს ისეთ თემებზე მიაწვდიან ინფორმაციას, როგორიცაა ღვინის ისტორია, ქვევრი და ქვევრის ღინო, გასტრონომიული კულინარიის ისტორია, ღვინის არომატები, მისი აღქმის ზღვრები და დაავადებები.
სასერტიფიკატო კურსზე მეღვინეობის, ღვინის ინდუსტრიისა და ტურიზმის დარგში მომუშავე 30-მდე მსმენელი ელექტრონულად დარეგისტრირდა.
კურსის მიზანია, ღვინის ტიპოლოგიის შესწავლა, სათანადო დარგობრივი ცოდნის გაღრმავება და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება.
კურსის დასასრულს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი გაიცემა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება