2016 წლის 24-28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია სამკაციანი შემადგენლობით ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში იმყოფებოდა.
უნივერსიტეტის დელეგაციაში იყვნენ: რექტორი კახაბერ კორძაია, რექტორის მოადგილე ვახტანგ წივწივაძე და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ირანის კაბინეტის ხელმძღვანელი მაია კაპანაძიე. მათი ვიზიტის მიზანი თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იყო.
მემორანდუმს ხელი კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და თეირანის უნივერსიტეტის კავკასიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ელაჰეჰ ქულაიმ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება 7 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველო-ირანის ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე დაიგეგმა.
უნივერსიტეტის დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები ქართულ უნივერსიტეტებში ირანისტიკის განვითარების მიზნით, ისლამისა და ირანული კულტურის განვითარების ორგანიზაციებთან, საადის საზოგადოების საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელმძღვანელთან საიდ მოჰამად რეზა დარბანდთან და ირანისტიკის საზოგადოების საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელმძღვანელთან მეჰდად რახშანდესთან გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებამ ქართველი და ირანელი სტუდენტების ორმხრივი გაცვლის შესაძლებლეობაზე ისაუბრეს.
საადის საზოგადოება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას ირანის კაბინეტის საჭირო სამეცნიერო ლიტერატურითა და ინვენტარით აღჭურვას დაპირდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საადის საზოგადოებამ ე.წ „დოურუმზე“ კსუ-ს სტუდენტების კვოტა ერთიდან სამამდე გაზარდა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე, თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, დოქტორ მოჰამად რეზას თახშირს შეხვდნენ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კახაბერ კორძაიამ თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კათედრაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „საქართველოსა და ირანის თანამედროვე კულტურული ურთიერთობები“. მოხსენებას ირანელებთან ერთად არაერთი ფერეიდნელი ქართველი ესწრებოდა.
თეირანში ჩასულმა დელეგაციამ ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. მათ ისლამისა და ირანული კულტურის განვითარების ორგანიზაციამ უმასპინძლა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება