1 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნინო მხეიძე სადისერტაციო საბჭოს სხდომის კოლეგიისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სადისერტაციო თემით - ,,ლიდერობა და ორგანიზაციული კულტურა მენეჯმენტის სისტემაში“ წარდგა.
მომხსენებლის თქმით, კვლევა მიზნად ისახავს ლიდერობის ფენომენის ევოლუციურ შესწავლას და მასზე ორგანიზაციული კულტურის გავლენის შედეგს ქართულ კომპანიებში.
ავტორმა შეისწავლა ლიდერობის ფენომენი და მისი გენეზისი, დაახასიათა ლიდერის თანამედროვე ტიპები, აღწერა ლიდერობის სპეციფიკა ქართულ სინამდვილეში და გამოავლინა ლიდერობის ზოგადი თავისებურებები ქართულ ბიზნესში თიბისი ბანკისა და შპს ,,აგრიჯორჯიას“ მაგალითზე.
სადისერტაციო კოლეგია კსუ-ს ხუთი და ორი მოწვეული პროფესორით დაკომპლექტდა.
დოქტორანტ ნინო მხეიძეს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება