27 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ირმა მახარაშვილის დისერტაციის საჯარო დაცვა გაიმართა.
დოქტორანტმა დისერტაცია თემაზე - "გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაცია საქართველოს რეგიონულ და კორპორაციულ სტრუქტურებში" - დაიცვა.
მომხსენებელმა დაცვაზე ყურადღება თემის აქტუალობაზე, ნაშრომის მეცნიერულ სიახლეზე, პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე გაამახვილა.
დოქტორანტმა ირმა მახარაშვილმა აუდიტორიას გადაწყვეტილების მიღების პროცესის თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები, თანამედროვე ბიზნეს გარემოში რეგიონული და კორპორაციული მენეჯმენტის ეფექტურობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები და ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურობა გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, დოქტორანტის დახასიათებისას, კოლეგიის წევრებმა, რეცენზენტებმა, სამეცნიერო ხელმძღვანელმა და დამსწრე საზოგადოებამ დოქტორანტის ცოდნასა და პროფესიონალიზმზე ისაუბრეს.
შვიდკაციანი სადისერტაციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, დოქტორანტს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება