ხბოშუბლა, დიყა, მზიურა, ჯადვარი, შვიტა, ლაშქარა, ბუერა - ეს ის მცენარეებია, რომლებიც ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა არსებულ ნაირბალახოვან მდელოებსა და შუამთის ტყეში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტე" /> ხბოშუბლა, დიყა, მზიურა, ჯადვარი, შვიტა, ლაშქარა, ბუერა - ეს ის მცენარეებია, რომლებიც ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა არსებულ ნაირბალახოვან მდელოებსა და შუამთის ტყეში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტე" /> ხბოშუბლა, დიყა, მზიურა, ჯადვარი, შვიტა, ლაშქარა, ბუერა - ეს ის მცენარეებია, რომლებიც ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა არსებულ ნაირბალახოვან მდელოებსა და შუამთის ტყეში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტე">
ხბოშუბლა, დიყა, მზიურა, ჯადვარი, შვიტა, ლაშქარა, ბუერა - ეს ის მცენარეებია, რომლებიც ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა არსებულ ნაირბალახოვან მდელოებსა და შუამთის ტყეში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებმა შეაგროვეს.
ექსპედიციაზე სამკურნალო მცენარეებს 40-მდე თურქი, ეგვიპტელი, ერაყელი, სირიელი, ნიგერიელი და ქართველი სტუდენტი ერთად აგროვებდა.
უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით სტუდენტებმა ადგილზევე შეისწავლეს სამკურნალო მცენარეების ამოცნობა, საჰერბარიუმო ბადეების გამოყენება და ჰერბარიუმების დამზადება. ასევე, ინფორმაცია მიიღეს თითოეული მოპოვებული მცენარის სამკურნალო თვისებებისა და იმ ეტაპებს შესახებ, რომლებსაც მცენარე პრეპარატად გარდაქმნამდე გადის.
ექსპედიციაში მონაწილეობა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფარმაციის სპეციალობის მიმართულებით მსგავსი სახის აქტივობა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება