კსუ-ში ახალი პროექტის - „გააცოცხლე ტრადიცია“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
26 ნოემბერს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აუდიტორია N 412), „რომულო დელ ბიანკოს“ ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე და არასამთავრობი ორგანიზაციის „ტურიზმი და რეალობის“ დამფუძნებელი ეკა დევიძე, ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე, ლალი მიქელაძე და ეკა დევიძე სტუდენტებს ახალი პროექტის - „გააცოცხლე ტრადიცია“ შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც ძველი თბილისის ე. წ. „იტალიურ ეზოებს“ შეეხება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეზოები იტალიაში არ არსებობს, თუმცა ისინი თბილისის ურბანული ცხოვრების ორგანულ ნაწილად და ტრადიციად იქცნენ, რაც ქალაქის მულტიკულტურულ გარემოზე მიანიშნებს.
დღეს თბილისის ეზოები განადგურების პირასაა. უცხოელი ვიზიტორების ყურადღება და ინტერესი ამ ტიპის სახლებისა და ეზოების მიმართ კი მუდმივად მზარდია. პროექტის მთავარი ამოცანაა ამ ეზოების „გაცოცხლება“ და მუდმივმოქმედი მცირე ფესტივალების მოწყობა, რაც ქალაქს მეტ ხიბლს შემატებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა ქალაქ ფლორენციაში ფონდ „რომულო დელ ბიანკოს“ მიერ ორგანიზიბულ ტრენერთა ტრენინგზე გაჩნდა, რომლის მონაწილეები საქართველოდან სწორედ კსუ-ს ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი - ლალი მიქელაძე და არასამთავრობი ორგანიზაციის „ტურიზმი და რეალობის“ დამფუძნებელი ეკა დევიძე გახლდნენ.
შეხვედრაზე, ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, განემარტებათ პროექტის მიზნისა და განხორციელების საკითხები. სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში იგეგმება პროექტის მონაწილე სტუდენტების სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებაც.
#CIU
#Tourizm & Reality
#Life Beyond Tourism
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება