27 ივნისი, 17:00 სთ
კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია, აუდ. 304
კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტის, ფსიქოლოგიის დოქტორის, ალექსანდრე რუსეცკის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
სადისერტაციო კვლევა - „აფხაზეთის კონფლიქტის კომპლექსური სისტემის ინტერდისციპლინური შედარებითი ანალიზი ინოვაციური 4D-RAV-17 მეთოდით“ (კვლევის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი);
მოხსენება თემაზე - „ამბივერტული განათლება და ლიუის კოზერის სოციალური კონფლიქტის თეორია“;
მომხსენებლის აზრით, მოუგვარებელი კონფლიქტებისა და პრობლემების მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა და დაკავშირებულია რეგრესიული აზროვნების დომინირებაზე, ამ პრობლემის საფუძველი კი განათლების სისტემაში უნდა ვეძებოთ. წარმოდგენილი ამბივერტული განათლების პრონციპების დანერგვის შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებელია მივიღოთ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგი. მეცნიერის ვარაუდით ეს აისახება ისეთ მაჩვენებელზე, როგორიცაა გაეროს ბედნიერების ინდექსი. დღეს საქართველო 156 ქვეყნიდან მხოლოდ 128 ადგილზეა (World happiness report).
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სამშვიდობო პროცესის რესურსების კვლევის რამდენიმე ინსტიტუციონალური შედეგი:
· თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი;
· წმინდა რაჟდენის სახელობის ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის პროექტი;
· დევნილი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაციის პროექტი;
· წმინდა თამარ მეფის სახელობის პოლიკულტურული ოჯახების მოძრაობის პროექტი;
· ღვინისა და ვაზის დიპლომატიის ცენტრი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება