26 სექტემბერი, 16:00 სთ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019
საგანმანათლებლო პროექტი ”პირველი სამედიცინო დახმარება”
ტრენერი: ლაშა დოლიძე, კლინიკური სწავლების კოორდინატორი
დღევანდელი ცხოვრების ტემპის ზრდასთან ერთად მატულობს ადამიანთა ტრავმული დაზიანებები, რომლებიც პირველად სამედიცინო მართვას, პირველ დახმარებას მოითხოვს. რასაკვირველია პირველი სამედიცინო დახმარება მხოლოდ ტრავმული დაზიანება არ არის. კრიტიკულ მდგომარებაში მყოფი დაზარალებულისთვის თითოეულ წამს გადამაწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ადამიანმა იცის რა უნდა გააკეთოს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გამოჯანმრთელების ან/და გადარჩენის შანსიც მეტია და შესაბამისად შემდგომი მკურნალობაც უფრო ეფექტური. პროგრამის მიზანია ხელი შეწყოს უსაფრთხო გარემოს შექმნას და არასამედიცინო პერსონალისთვის ბაზისური უნარების გამომუშავებას, რომელიც დაეხმარება სხვადსხვა ტიპის კრიტიკული მდგომარეობების მართვაში. არასამედიცინო პერსონალმა უნდა შეძლოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე დაზარალებულის
მართვა და რაც მთავარია სიცოცხლის შენარჩუნება. პირველ დახმარებას, როგორც წესი, ატარებს მომზადებული პირი, მინიმალური და იმ დროისათვის ხელთ არსებული აღჭურვილობით. ღონისძიების მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ის ბაზისური უნარ-ჩვევები, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში მას საშუალებას მისცემს მინიმუმ შეუნარჩუნოს დაზარალებულს სიცოცხლე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება