23 სექტემბერი, 13:00 სთ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019
სამეცნიერო პროექტის „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია
მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებულმა ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა საქართველოში რთული პოლიტიკურ-სოციალური პროცესები გამოიწვია. ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი, (იქ მცხოვრები ქართული მოსახლეობა უკვე ორ ათეულ წელზე მეტია დევნილობაში იმყოფება), ხოლო, მეორე მხრივ, უაღრესად რთულია იმ მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მთლიანად გამოაჩინა ამ კონფლიქტის სიმძიმე. კონფლიქტურმა პროცესებმა მოიცვა შიდა ქართლის ვრცელი ტერიტორია, რომელმაც, ეტაპობრივად, მცოცავი ოკუპაციის სახეც მიიღო.
ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ კსუ-ს „მცირე სამეცნიერო გრანტის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის „მცოცავი ოკუპაციის შედეგების შედარებითი კვლევა და მისი გავლენა მოსახლეობის დენადობაზე ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში“ შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა განხორციელდა მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ შვიდ სოფელში ანონიმური კითხვარის საშუალებით, რომელიც სპეციალურად ამ კვლევისთვის შეიქმნა, რამაც განსაზღვრა მცოცავი ოკუპაციის შედეგები და მათი გავლენა მოსახლეობის დენადობაზე ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში.
საველე სამუშაოების მიმდინარეობისას დაგროვდა ფოტო-ვიდეო მასალა, შეიქმნა კლიპი, რომელიც ასახავს, ერთი მხრივ, დაზარალებული სოფლების პრობლემებს, ხოლო მეორე მხრივ, დენადობის გამომწვევ მიზეზებს, ასევე სამუშაო პროცესს, რასაც გავაცნობთ ფართო საზოგადოებას.
ღონისძიების ორგანიზატორები პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზედ, რომ ღონისძიების მსვლელობისას დაცული იქნება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ უსასყიდლოდ დათმობილ საგამოფენო დარბაზში განთავსებული ქონება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება