19 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ენდოდონტიის ძირითადი პრინციპები და მიკროსკოპი სტომატოლოგიაში“.
სტომატოლოგიური კლინიკა „დენტო-კლუბის“ კლინიკური ხელმძღვანელმა ხათუნა დარსალიამ ისაუბრა ენდოდონტიის, როგორც სტომატოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილის როლზე კბილების სრულფასოვან და ხარისხიან მკურნალობაში, აუდიტორიას გააცნო მიკროსკოპით განხორციელებული პირველადი და განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის თავისებურებები, ასევე, საინტერესო კლინიკური ქეისები, ლექცია კი თემატური დისკუსიით დასრულდა.
ხათუნა დარსალიას საჯარო ლექციას მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება