3 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი ლაშა დოლიძე, კარიერული განვითარების სამსახურის წარმომადგენლები და სტუდენტები, კლინიკა „ღია გულის“ ადმინისტრაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი იყო კლინიკის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე, რომლებმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მხარეთა ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ საქმიანობა მათთვის სასურველ პოზიციებზე კლინიკა „ღია გულში“ გააგრძელონ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება