5 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ვორქშოფი გაიმართა თემაზე: „წარმატების ალგორითმი“.
თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან ზაზა ცოტნიაშვილმა ისაუბრა მიზანმიმართული, კონცენტრირებული აზროვნებით წარმატების მიღწევის გზებზე, ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მოტივაცია და წარმოსახვის უნარი; ოცნება, იდეა, გეგმა, განხორციელება; იკიგაი; დასაქმებული თუ დამსაქმებელი?; კომფორტის ზონის საფრთხე; დიმიტრი უზნაძე - განწყობა; რიჩარდ ბრენსონი - Just Do It!; ნაპოლოენი ჰილი - წარმატების კანონები.
ვორქშოფის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია, ასევე მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება