21 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
მხარეთა შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, CIU-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი - თინათინ ნიბლოშვილი, CIU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება