27 სექტემბერს, ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მაღალრეიტინგული პირველკურსელებისთვის სასტუმრო „მოქსიში“ პროფესიული ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, ამავე პროგრამის კურსდამთავრებულმა, „ჯი-ემ-თი“ სასტუმროების - „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“, „მოქსი“ - კორპორატიული გაყიდვების აღმასრულებელმა თორნიკე ლაბუჩიძემ უმასპინძლა და "ჯი-ემ-თი ჯგუფის" სასტუმრო „მოქსის“ მუშაობის სპეციფიკის შესახებ ესაუბრა.
ტური კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება