23 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, „რომულო დელ ბიანკოს ფონდის“ (ფლორენცია, იტალია), ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობას“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტის “Love you to the Moon and Back"“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს.
მულტიმედიურ, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ საგამოფენო დარბაზში (XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერა და ქანდაკება) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელებმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ანალიზი და რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომელიც ქართული ტრადიციების გაცოცხლებას, რეგიონული ტურიზმის განვითარების პრობლემებს, ქართული და იტალიური კულტურის ისტორიული წარსულის თანაკვეთას და მომავალში თანამშრომლობის მნიშვნელობას მოიცავდა.
ღონისძიების დასასრულს, ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის“ დამფუძნებელმა - ეკა დევიძემ და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი მიქელაძემ პროექტის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკათები გადასცეს.
ცნობისთვის, 2020 წლის 13-14-15 მარტს „რომულო დელ ბიანკოს“ საერთაშორისო ორგანიზაციაში ტარდება XXII გენერალური ასამბლეა „მშვიდობის დამყარება მემკვიდრეობის მეშვეობით“, სადაც ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე მიწვეულია, როგორც ფონდის აფილირებული ექსპერტი და განხორციელებული პროექტის შედეგებს წარადგენს სიმპოზიუმზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება