როგორ გავხადოთ გამოსახულება მეტად ეფექტური? - აღნიშნულ თემაზე ტრენინგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლებს კომპანია „ვიდეოსკოპის“ წარმოამდგენლემა, ოპერატორმა კახა მშვიდობაძემ ჩაუტარა.
შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებელმა აუდიტორიას ინტერვიუს გადაღების სპეციფიკა, განათების მნიშვნელობა, ეფექტური გამოსახულების მიღებისათვის საჭირო დეტალები და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.
თანამშრომლების გადამზადება და მათთვის ახალი ინფორმაციის მუდმივი მიწოდება მულტიმედია ცენტრის პრიორიტეტია. მგავსი აქტივობები მიზნად ისახავს მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მუდმივ განახსლებასა და სტუდენტებისათვის თანამედროვე, კომფორტული გარემოს შექმნას.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ვიდეოსკოპი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ისეთების როგორებიცაა: Dedolight, Canon, Jvc, Sennheizer და ა.შ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება