ტრენინგი - ღვინის ტურიზმი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (GWTO) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სასერტიფიკატო კურსი - „ღვინის ტურიზმი“ .
ტრენინგის 4 მონაწილე მიემგზავრება ორკვირიან პროფესიულ პრაქტიკაზე ესპანეთის ღვინის მარნებში, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით.
კურსის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეღრმავებინათ ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ქეთევან ზუბაშვილი - ტურისტული სფერო, გიდი
- ღვინის ტურიზმის ტრენინგის დაწყებამდე ვერც კი წარმომედგინა, ასეთ მოკლე დროში ამ მასშტაბის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება. ტრენინგის შემდეგ სხვადსხვა ბიზნეს იდეები გამიჩნდა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვიყენებ.
- მივემგზავრები ესპანეთში და მაქვს მოლოდინი, რომ მოვინახულებ ღვინის სახლებსა და სხვადასხვა შთამბეჭდავ ადგილებს.

ხატია პოლინევა - საოჯახო მარნის მფლობელი
- ღვინის ტურიზმის ტრენინგმა მომცა ის ბაზისური ცოდნა/ფუნდამენტი, რაც მაძლევს საშუალებას მეტად განვვითარდე ჩემს პროფესიაში.
- დიდი ინტერესესით ველოდები ესპანეთში გამგზავრებას და მარნებში პრაქტიკის მიღებას, მსურს ჩემი ცოდნა ამ სფეროში კიდევ უფრო გავიღრმავო.

ნათია მანაგაძე - "მუკუზანის მარანის" თანადამფუძნებელი
- ღვინის ტურიზმის ტრენინგმა მომცა მოტივაცია მიმეღო პროფესიული ცოდნა და ამავდროულად, შესაძლებლობა პრაქტიკა ესპაენთში გავიარო.
- მაქვს მოლოდინი, რომ ესპანურ გამოცდილებას გავიზიარებ და გამოვიყენებ ჩემს საოჯახო მარანში.

სოფია ჯოხაძე - ციფრული მარკეტერი, „არაგვისპირის მარანი“
- ღვინის ტურიზმის ტრენინგის ფარგლებში, საკმაოდ ღირებული ცოდნა მივიღე, გავიცანი დარგის ექსპერტები და პროფესიონალი მეღვინეები.
- ესპანეთი ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.