17 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩატარების და შეფასების მეთოდოლოგია“, სადაც განიხილეს OSCE მეთოდის არსი, მიზანი, სტრუქტურა და ჩატარების მეთოდები.
ტრენინგს უძღვებოდა კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი - ეკატერინე ყიფიანი.
ტრენინგს დაესწრნენ: მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - მაგდა თორთლაძე, დეკანის მოადგილე - მარიკა თხელიძე, აკადემიური პერსონალი - თამარ კახნიაშვილი, ლიზი ფეიქრიშვილი, ანა გოდელიშვილი, ნუგზარ ელიზბარაშვილი, ნანა ჯინჭარაძე, მაია დათუაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება