9 ივნისს „სტუდენტური ფესტივალი 2023-ის” ფარგლებში, თბილისის სპორტულ ცენტრ „იმედში”, მინი-ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობენ.
მერვედფინალურ შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ანგარიშით 5-2 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
12 ივნისს, 12:00 საათზე, მეოთხედფინალურ შეხვედრაში CIU-ს მოწინააღმდეგე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიმდინარე სტუდენტურ ფესტივალზე უკვე 2 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (შაში და კარტინგები).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება