სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტებისთვის კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს.
14 მაისს კლინიკის ხელმძღვანელობამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტებთან ინტერაქციული შეხვედრა გამართა. დისკუსია ორიენტირებული იყო თანამედროვე მედიცინის გამოწვევებზე, კლინიკური პრაქტიკის განვითარებასა და ჯანდაცვის სფეროში პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ ესაუბრათ კლინიკის წარმომადგენლებთან, დაესვათ კითხვები და დეტალურად გაცნობოდნენ კლინიკური საქმიანობის სპეციფიკას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე. კლინიკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს დასაქმების არსებული შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო ამყარებს უნივერსიტეტისა და პარტნიორი კლინიკის მიზანს - განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შორის ეფექტიანი კავშირის შექმნას.
აღნიშნული თანამშრომლობა განიხილება როგორც ინტეგრირებული სამედიცინო განათლების წარმატებული მოდელი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს არა მხოლოდ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას რეალურ კლინიკურ გარემოში პროფესიული კომპეტენციების გამყარებისა და კარიერული წინსვლისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება