საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტთა საყურადღებოდ (ქართულენოვანი პროგრამები)!
გაცნობებთ, რომ პანდემიის გავრცელების ზრდადი სტატისტიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა შუალედური გამოცდების დროს თავიდან იქნას აცილებული სტუდენტთა თავშეყრა აუდიტორიებში, შესაბამისად, 26 ოქტომბრიდან შუალედური გამოცდები ორი კვირის განმავლობაში ჩატარდება დისტანციურად.
ვინაიდან, მთავრობის რეკომენდაცია 19 ოქტომბერს ითვალისწინებს სააუდიტორიო სივრცეში სწავლების პროცესის განახლებას, ხოლო ერთ კვირაში ისევ დისტანციური საგამოცდო პერიოდი იწყება, უნივერსიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთი კვირის გამო არ დავაყენოთ სტუდენტების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ, ასევე, რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები დამატებითი ხარჯების წინაშე.
სააუდიტორიო სივრცეში სწავლის პროცესი განახლდება შუალედური გამოცდების დასრულების შემდეგ (9 ნოემბერი), თუ იმ დროისათვის არსებული ეპიდსიტუაცია მოგვცემს ამის შესაძლებლობას.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება