შეგახსენებთ, რომ გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია სრულდება 4 აპრილს. რეგისტრაციის დასრულებამდე აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს გახსნილი აქვს ბაზა და შეუძლია დარეგისტრირდეს საგნებზე.
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, მიმდინარე სემესტრში სტატუსის აღდგენის სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ განცხადება წარმოადგინონ 4 აპრილამდე ელექტრონული წესით. სტატუსის აღდგენისთვის საჭირო მინიმალური გადახასახადის (სემესტრული გადასახადის მესამედი ნაწილი) გადახდის პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ფაკულტეტის დეკანატთან ინდივიდუალური გადახდის გრაფიკის შეთანხმება და აღნიშნულის საფუძველზე სტატუსის აღდგენა.
აქვე გაცნობებთ, რომ შუალედური გამოცდების დაწყების თარიღია 27 აპრილი. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდისათვის ქვეყანაში და მსოფლიოში ყველაფერი დასტაბილურებული იქნება და ყველა ჩვეული რეჟიმით გავაგრძელებთ ურთიერთობას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება