სტუდენტთა მობილობა ლვოვში და ოდესაში (უკრაინა)
Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის (CBHE/ex-Tempus) ფარგლებში
Erasmus+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტებისათვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში კსუ-ს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სტუდენტთა მობილობაში უკრაინის ქალაქ ლვოვის ვეტერინარული მედიცინისა და ბიოტექნოლოგიის ეროვნულ უნივერსიტეტში / Lviv National University და ქალაქ ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნულ აკადემიაში / Odessa National Academy of Food Technologies .
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კსუ-ს ქართული მეღვინეობა-მევენახეობის სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებს.
დაფინანსება: სრული (275 ევრო სამოგზაურო ხარჯები + 1410 ევრო სტიპენდია)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 3
სტუდენტთა მობილობის ჩატარების თარიღი და ადგილი: 04.05.2020-01.06.2020, ლვოვი / ოდესა, უკრაინა
სამუშაო ენა: ინგლისური, რუსული
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20.02.2020
განაცხადების მიღება: სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი “Erasmus+ Ag-lab student’s mobility“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (513-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109, 197).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება