კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი ,,დენტივერი XXI” შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელობითი სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე.
სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი ,,დენტივერი XXI” აწესებს სემესტრულ სახელობით სტიპენდიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის. სტიპენდიის დაწესების მიზანია უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის თერაპიული ან ორთოპედიული მიმართულების საგნებში მაღალი ქულების მქონე სტუდენტთა წახალისება.
სტომატოლოგიურ სასწავლო-კლინიკურ ცენტრ ,,დენტივერი XXI-ის“ სტიპენდიანტი აირჩევა კონკურსის წესით ერთი აკადემიური სემესტრის ვადით. სტიპენდია გაიცემა 5 თვის მანძილზე, სტიპენდიის დანიშვნიდან მომდევნო სემესტრის განმავლობაში.
კონკურსი გამოცხადდება 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დასაწყისში, რომლის შესახებას სტუდენტებს ინფორმაცია მიეწოდებათ 2019 წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებისთანავე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება