18 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციისა და კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქციაში კსუ-ს სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება