გაცნობებთ, რომ ცხადდება საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე career@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
თემის ველში გთხოვთ მიუთითეთ: “მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია.“
მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად: პირველი ეტაპი – სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება, მეორე ეტაპი – კანდიდატების მონაცემთა განხილვის პროცედურა ერთობლივ სხდომაზე და გადაწყვეტილების მიღება, მესამე ეტაპი – სახელობითი სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა “მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი პარტნიორის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
გისურვებთ წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება