7 ნოემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე - „წარმატების ალგორითმი“.
ტრენინგს კსუ-ს ჟურნალისწიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ჟურნალისტიკის დოქტორი ზაზა ცოტნიაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგზე, რომელიც ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, ყურადღება გამახვილდა კარიერულ განვითარებასა და წარმატების მიღწევის სხვადასხვა საშუალებაზე, ტრენინგის მონაწილეებს კი დასასრულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ამავე დღეს, მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოინახულეს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება