28 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ოლღა გიორგაძე და გიგი გოლუბიანი ესტუმრნენ, რომლებმაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მომხსებლებმა მიმოიხილეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სტაჟირების შესაძლებლობები და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები, შესახვედრის დასასრულს კი სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები.
ცნობისთვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 9 ნოემბერს გამოაცხადა სტაჟირების კონკურსი ნოტარიუსობის მსურველებისთვის, რომელიც გაგრძელდება 5 დეკემბრამდე. სტაჟირების კონკურსი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ამ პროფესიით დაინტრესებული პირი გახდეს ნოტარიუსი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება