საქართველოს ინტელექტკლუბის ორგანიზებით მიმდინარე „რა? სად? როდის?“ ბიზნეს-ლიგა 2020/22-ის სეზონი დასრულდა.
ჩემპიონატში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო კომპანიები, უნივერსიტეტები და ბრენდები იღებენ მონაწილეობას.
მიმდინარე სეზონი ტრადიციული ერთი წლის ნაცვლად, სამი წელი გაგრძელდა. ტურნირი სულ 10 ტურისგან შედგებოდა, თითოეულ ტურის შემდეგ ვლინდებოდა საუკეთესო სამეული, სეზონის ბოლოს კი ჯამური ქულებით ტურნირის საუკეთესო გუნდები გამოვლინდნენ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი სეზონის მანძილზე არაერთხელ იყო მოწინავეთა შორის, ფინალურ ტურშიც ტრადიციულად დამაჯერებლად ითამაშეს და საბოლოოდ, ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
ცნობისთვის, ეს CIU-ს გუნდის პირველი სეზონი იყო ბიზნეს-ლიგაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება