19 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ანალიტიკოს ირაკლი გოგავას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა“.
სტუმარმა ლექციის ძირითად თემაზე გადასვლამდე, მე-20 და 21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები მიმოიხილა, შემდეგ კი უშუალოდ შეეხო საქართველოს როლსა და ფუნქციას საერთაშორისო სისტემაში, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და გეოპოლიტიკურ ნიუანსებს.
საჯარო ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება