კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება და საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი
გ ი წ ვ ე ვ თ
საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად
საქართველო, თბილისი, კსუ, 17 დეკემბერი, 2021 წელი
კონფერენციის მიზნები:
• საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
• სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
• მონაწილეებს შორის კონტაქტების დამყარება;
• უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.
სამუშაო ენები: ქართული, სპარსული, ინგლისური.
მოთხოვნები:
• კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო ხარისხისა და აკადემიური წოდების მქონე წარმომადგენლებს;
• თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მონაწილის სახელი, გვარი;
• სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური წოდება;
• უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასახელება;
• კონფერენციაზე წარსადგენი თემის სახელწოდება;
• თეზისის ტექსტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;
• თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს სამი შემოთავაზებული ენიდან (ქართული, სპარსული, ინგლისური) ორზე.
• სრული ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მონაწილის სახელი, გვარი;
• სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური წოდება;
• უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასახელება;
• კონფერენციაზე წარსადგენი თემის სახელწოდება;
• ნაშრომის ტექსტი;
• ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს სამი სამუშაო ენიდან (ქართული, სპარსული, ინგლისური) ერთზე.
• თეზისი და სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ტექნიკური პარამეტრების დაცვით:
• შრიფტი: ქართული, ინგლისური და სპარსული ვერსიისათვის - Sylfaen. ზომა: ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ და სათაური - ქართული და ინგლისური ტექსტებისთვის 14 Bold, ხოლო სპარსულისთვის 16 Bold, ქართული და ინგლისური ძირითადი ტექსტი - 12, ხოლო სპარსული 14 Bold;
• ინტერვალი: 1,5;
• გვერდის საზღვრები: 2,5 ყველა მხრიდან.
• კონფერენციაზე წარსადგენი თემა უნდა ეხებოდეს საქართველო-ირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, ასევე, სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ პრობლემებს;
• მოხსენება შეიძლება წარმოადგინოს ერთმა ან ორმა ავტორმა;
• თეზისი და სრული ნაშრომი ავტორმა უნდა გადმოაგზავნოს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ქვემოთ აღნიშნული თარიღების დაცვით:
georgia.iran@ciu.edu.ge
maia.kapanadze@ciu.edu.ge
მნიშვნელოვანი თარიღები:
26 ნოემბერი - თეზისის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
10 დეკემბერი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
17 დეკემბერი - კონფერენციის გახსნა.
ინფორმაცია მომხსენებლებისთვის:
• კონფერენციის მომხსენებელთა ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის შრომებში, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი;
• მომხსენებელს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
• კონფერენცია გაიმართება დისტანციურ ფორმატში.
საორგანიზაციო კომიტეტი:
- მაია კაპანაძე - კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრისა და ირანის კაბინეტის ხელმძღვანელი;
- ვახტანგ წივწივაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი;
- ქეთევან შოშიაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ანუკი წივწივაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
- მედეა წივწივაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- ბექა მანაგაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი; კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი;
- შორენა ქურდაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევითი პროექტების კოორდინატორი;
- ვერიკო ხუციშვილი - სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
- მარიამ ნებიერიძე - ფილოლოგიის დოქტორი;
- თამთა კოდუა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის კოორდინატორი.
სამეცნიერო საბჭო:
- კახაბერ კორძაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ვახტანგ წივწივაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
- მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის სპეციალობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
- მაია კაპანაძე - კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოსა და ირანის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი;
- მამუკა თორია - ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ციცინო ბუკია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გაზეთის მთავარი რედაქტორი;
- ნანა ამირანაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
- დავით კუხალაშვილი - ისტორიის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- მალხაზ ვახტანგაშვილი - ისტორიის დოქტორი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს:
ტელ.: (995 32) 2 61 12 98 (შიდა 142); +995 558 766 887; +995 577 418 632
ელფოსტა: georgia.iran@ciu.edu.ge
maia.kapanadze@ciu.edu.ge