31 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის კონსულტანტმა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროექტების განვითარების მიმართულებით ნუნუ მიცკევიჩმა ტრენინგი თემაზე - „სამეცნიერო ნაშრომის წერისა და გამოქვეყნების თანამედროვე ტექნოლოგიები“ - გამართა.
მომხსენებელმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: როგორ გავხადოთ სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებადი?; გამოქვეყნების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები; როგორი ნაშრომია სასურველი სამეცნიერო ჟურნალებისთვის?; წერის სტილი; სამეცნიერო ჟურნალის შერჩევა; ღია და დახურული წვდომის სამეცნიერო ჟურნალები და სხვ.
ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტები, პროფესორები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება