21-22 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის აკადემიის, მიშკოლცის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ცენტრალური ევროპის შედარებითი სამართლის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ცენტრალური ევროპის აკადემიის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
აღნიშნულ კონფერენციაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მიშკოლცის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტმა, მარიამ გობეჯიშვილმა, რომლის მოხსენება გახლდათ: „შრომითი უსაფრთხოებისა და სამუშაო სივრცეში არსებული ზედამხედველობის სტანდარტები ქართული კანონმდებლობის მიხედვით".
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა სათანადო პლატფორმის შექმნა ცენტრალური ევროპის რეგიონის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს აქტუალური და მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება